ზუგდიდში, მე-20 სააჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მანამდე კი, პოლიციამ ენმ-ს დამკვირვებლები, მათ შორის, ნიკა ნარსია და გიორგი მუმლაძე ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
“ფორმულას” ინფორმაციით, დაპირისპირება იყო ასევე, მანამდე, გიორგი მუმლაძესა და “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორისაც. უბანზე დამკვირვებლად მყოფ მუმლაძეს “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა უთხრეს, რომ ზუგდიდელი არ იყო და იქ არ უნდა ყოფილიყო. ამაზე მუმლაძემ უპასუხა, რომ ეს სეპარატისტული განცხადებაა. ვითარება ამის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
ადგილზე მივიდა “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, მას შელაპარაკება ჰქონდა გიორგი მუმლაძესთან, რის შემდეგაც მუმლაძე წაიყვანა პოლიციამ.
დაკავებამდე ნიკა ნარსიამ განაცხადა, რომ ისინი ზუგდიდში ხმების დასაცავად ჩავიდნენ, პოლიცია კი ცდილობს მათ “განეიტრალებას”.