newsafganistan.com
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის დროს 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები და 120 დაიჭრა.
აფეთქება აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა, სადაც ავღანელები იყვნენ შეკრებილნი.
დაშავებულთა შორის მოძრაობა „თალიბანის“ წევრებიც არიან. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა.
ამერიკული „ფოქსნიუსი“ იტყობინება, რომ დაშავებულია აშშ-ის საზღვაო ძალების სამი ჯარისკაცი.