22.11.2024

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარტვილში დაკავებულმა მამა-შვილმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურა. უწყების ცნობით, 60 და 35 წლის კაცები ბავშვს მოკვლით ემუქრებოდნენ.  

ასევე, პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს სხვა ბავშვის, 9 წლის გოგოს მიმართ “სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება” ჩაიდინა. 

სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი). გარდა ამისა, ზ.გ-ს ბრალდება წარედგინა 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითაც (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან).

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს 25 ივნისს მეზობლებმა სახლი დაუწვეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img