22.11.2024

პრემიერ-მინისტრის შვილების ამსახველ კადრებზე ქარტია განცხადებას ავრცელებს – დაუშვებელია ბავშვთა უფლებების დარღვევა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გავრცელებულ ვიდოე-მასალას ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს კახეთში მყოფი “tv პირველის” გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან, მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის კითხვების დასმას. 

“2021 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან იმყოფებოდა და არასრულწლოვან შვილებს უსვამდა კითხვას.

როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ჟურნალისტს ბავშვებთან ინტერვიუ არ ჩაუწერია. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ინფორმაციის მოპოვების მსგავს მეთოდს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ

  • ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტმა უპირობოდ უნდა დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები;
  • თუ მშობლის მი­მართ არსებობს საჯარო ინტერესი, არ ნიშნავს, რომ ეს ინტერესი ავტომატურად გავრცელდეს მის არასრულწლოვან შვილებზეც;
  • როდესაც მშობლის საქმიანობა შუქდება, ჟურნალისტები უნდა მოერიდონ იმ ვიდეო თუ ფოტო­ მასალის გამოყენებას, სადაც მათი არასრულწლოვანი შვილები ჩანან”  – წერია განცხადებაში. 
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img