ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალი სეზონის გატარება პარიზულ კლუბში სურს.
ჯერჯერობით მესისა და კლუბს შორის შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ აცნობა, რომ ახალ სეზონში პარიზულ კლუბში თამაშისთვის მზად არის.
ახლა პარიზულ კლუბს დაბალანსებული ბიუჯეტის მიღწევა მოუწევს, რათა არგენტინელ ფეხბურთელთან გარიგება დადოს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ორწლიან კონტრაქტზე (ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით).
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ “ბარსელონა” 5 აგვისტოს დატოვა.