საფრანგეთი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციას 27 აგვისტოდან შეაჩერებს.
ეს განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გააკეთა
მისი თქმით, საევაკუაციო პროცესი 27 აგვისტოს საღამომდე გაგრძელდება, შემდეგ კი საფრანგეთი შეწყვეტს ქაბულის აეროპორტიდან ხალხის გამოყვანას.
რამდენიმე საათის წინ, აშშ-მა და მოკავშირეებმა ქაბულის აეროპორტთან შეკრებილი ხალხი მაღალი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდეს. ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო პროცესის დასრულების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.