23.11.2024

თალიბანის პ/ს – ავღანეთში მივიღებთ მიგრანტებს, რომლებსაც ევროპაში თავშესაფარზე უარს ეტყვიან

მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლება ავღანეთში მიიღებს იმ ავღანელ მიგრანტებს, რომლებსაც ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეტყვიან. ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დეპორტირებულები ავღანეთში დაბრუნებისას სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ავსტრიულ გამოცემა „კრონენ ცაიტუნგთან“ განაცხადა.

„დიახ, ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამის მერე სასამართლო გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს მათთან“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა.

ამასთან, მას არ განუმარტავს, რატომ უნდა წარდგნენ დეპორტირებული მიგრანტები სასამართლოს წინაშე ან რა განაჩენს შეიძლება ელოდონ ისინი.

ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ „თალიბანის“ ხელისუფლება მზად არის, პატივი სცეს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში.

„ჩვენ დავიცავთ ყველა უფლებას, რომლებიც ქალებს გააჩნიათ შარიათით. ჩვენ მივცემთ ქალებს ისლამურ უფლებებს, განათლების საშუალებას და შევქმნით პირობებს სამუშაოდ. ჩვენ ამის განხორციელების პროცესში ვართ“, -აცხადებს რადიკალური მოძრაობის წარმომადგენელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img