24.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – ექსპერტთა ჯგუფი საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ შევა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საპატიმროში მას შემდეგ შევა, რაც ისინი ყოფილი პრეზიდენტისგან თანხმობას მიიღებენ.

„ხშირად გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც არის კონფიდენციალური. ხშირად აღვნიშნავთ იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა და განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს რა თქმა უნდა, არის კონფიდენციალური და ჩვენ არ გვაქვს უფლებას რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ.

ასევე, რა თქმა უნდა, მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება რომ გაეზიარებინა ჩვენთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას, როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე იმ საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შეიძლება შემდგომში გახდეს საჭირო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img