23.11.2024

ლელა კოპალეიშვილი – კოვიდთან ბრძოლაში პირველ ხაზზე ვდგავარ, საიმედო გუნდთან ერთად

ჩვენი დროის გმირები, კოვიდთანმებრძოლი ექიმები! „მეტი გადარჩენილი სიცოცხლე“ – ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას!“ ერთად გავუმკლავდეთ“ – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი – „ერთად გავუმკლავდეთ“ – კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

ექიმი ლელა კოპალეიშილი: „კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი გახლავართ, მყავს მეუღლე და სამი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი „მონაპოვარია“, ჩემს პროფესიას ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობ.

ჩემი აზრით, ექიმი მედიცინას უნდა უყურებდეს არა მხოლოდ როგორც მეცნიერებას, არამედ, პროფესიას, რომელიც მუდმივ განვითარებას, ცოდნას, გამოცდილებასა და სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის, თანაგანცდის ნიჭსა და უნარს მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მედიცინა არის მეცნიერება ცხოვრების შესახებ.

ვფიქრობ, ექიმის მთავარ დანიშნულებას პაციენტის მიმართ, სწორედ, ემპათიისა და მზრუნველობის გამოხატვა წარმოადგენს, რადგან „თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის ნდობასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობა არ შედგება, მაშინ ექიმიც ძალას დაკარგავს, მისი ღვაწლიც გაუფასურდება“.

ძალიან განვიცდი ჩემს განყოფილებაში შემოსული თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვცდილობ, მათთვის ვიყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ, ის ადამიანი, რომლისგანაც ისინი მუდმივ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას იგრძნობენ.

მრავალი სიცოცხლისთვის მებრძოლი პიროვნება მინახავს, განსაკუთრებით პანდემიის დროს, პაციენტები მძიმე გართულებებით შემოდიან კლინიკაში, მე და ჩემი გუნდი კი ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად. თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი მახსოვს, განსაკუთრებით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა და დაბალი სატურაცია ჰქონდა. ცამეტდღიანი, ძალიან მძიმე, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, როდესაც კლინიკიდან მიდიოდა, გაწერის წინ, ვუთხარი – უფლის ნებითა და შემწეობით, ჩვენ ეს შევძელით-მეთქი, მან კი ბევრი ფიქრის გარეშე მიპასუხა, – „უფალი ახლა თქვენით მოქმედებსო“… „დიახ, ასეა…უფალი მოქმედებს ყველა იმ ადამიანის სახით, რომელიც მას ენდობა და მისთვის იღწვისო“…

სიცოცხლის შენარჩუნებით გახარებულმა პაციენტმა ლამაზი ჩანახატითაც გადაგვიხადა მადლობა მე და ჩემს ერთგულ გუნდს. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს ებრძვის, ის ექიმს ისე უყურებს, როგორც ყოვლისშემძლეს, მის მხსნელსა და გადამრჩენელს, სწორედ ამიტომ, ვცდილობ, პაციენტს იმედი არასდროს გავუცრუო. დაახლოებით ერთი წელია, კოვიდთან ბრძოლაში პირველ ხაზზე ვდგავარ, საიმედო გუნდთან ერთად. იმ პიროვნებებს, რომლებიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა დააყენეს საფრთხის წინაშე, რათა სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინათ. რომ არა არაერთი დადებითი და წარმატებული შედეგი, ალბათ, რთული იქნებოდა ამ ვითარებასთან გამკლავება. დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გამოწვევებზე, აქედან გამომდინარე, მთავარ პრევენციად კვლავაც რჩება – პირბადე, დისტანცია და მასობრივი ვაქცინაცია.”

წყარო: https://www.facebook.com/100514808500923/posts/334360918449643/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img