22.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი

მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძრეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოსახლეობას უნდა შევახსენო – კაცი, რომელიც პარლამენტის შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა სპეცრაზმის წინააღმდეგ აგრესიულ კრიმინალების ბრბოს. ამერიკაში, მოგეხსენებათ, ამისთვის 4 კაცი ადგილზე მოკლეს და 300-ზე მეტი გაასამართლეს, ზოგს 30, ზოგს 40 და ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი კაცი დღეს არის მერობის კანდიდატი, გამოდის და მე მიხდის მადლობას, კონტრასტი რომ ვაჩვენოთ, მეტი ილაპარაკეო. რა თქმა უნდა, მეტს ვილაპარაკებ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებთ მათ ამ კრიმინალურ საქმიანობას.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img