ბათუმში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გაავრცელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ არასრულწლოვანები თანატოლზე ძალადობენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ : “მითხარი, რა ხარ… მითხარი თქო, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ, შენი….”. – ისმის გავრცელებულ ვიდეოში.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ სკოლაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით”. – განუცხადეს “ვებგაზეთს” შსს-ში.