23.11.2024

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პარტიების წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი კულტურის სფეროდან, კერძოდ კი, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ამასთან, აქციის მონაწილეები თეა წულუკიანისგან მოითხოვენ კონკრეტულ გეგმას, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, გაირკვეს რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და იქ დაცულ საგანძურს.

მათივე განმარტებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

აქციაზე წარმოდგენილია ბანერები წარწერით: “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, დიდება პარტიას”, ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img