American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს.
„რუსეთის მიერ უკრაინელ ხალხზე განხორციელებული, გაუმართლებელი თავდასხმის გამო, American Express აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციას ბელორუსიაში“, – წერია კომპანია American Express-ის განცხადებაში.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტენ VISA და Mastercard -იც.