22.12.2024

ვლადიმირ ევტუშენკოვი – ალი უზდენოვი საქართველოში იყო და პრემიერს შეხვდა, მგონი, დასვენებაზე ისაუბრეს

რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ტელეკომპანია “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის თბილისში ვიზიტის მიზანი დასვენება იყო.

“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან Fake-ა.

ალი უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. მე არ მახსოვს, როდის – მგონი, მარტში. არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, [ვიზიტის მიზანი] მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი. საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული [ურთიერთობა მაკავშირებს ივანიშვილთან] და არც არასოდეს მქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არც მქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”. – ამბობს ის.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ესაუბრა თუ არა უზდენოვის “დასვენების საკითხზე” ივანიშვილს, ევტუშენკოვი პასუხობს – “თქვენ პროკურორი ხართ?”

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img