22.12.2024

ბექა დავითულიანი – იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს

სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ერთი რამ არის ფაქტი, ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ, მეორე, ჰოი, საოცრებამ, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. მერე აქედან გამოაგდებენ ხოლმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელზეც იმდენი წყვეტაა, რომ შეუძლებელია ზემოქმედების კვალი არ იყოს. გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ რომ ავთენტურია, მეორეც, ის კაცი მაშინ სანქცირებული არ იყო, რომელიც ახლა მხოლოდ ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული და ამის შემდეგ ამბობენ რატომ არ იძიებთო. დანაშაულის შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქმნით ასეთ ილუზიებს დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებთ, რომ აქ რამე საშინელება ხდება?! სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ეს ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს.

რატომ ვართ ომის პარტიაო, იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებთ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სიტუაცია აირიოს და ეს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის საბაბი გახდეს. ვერ გახდება, ვერა! შიგნით არ გამოგდით, გარედანაც არ გამოგივათ, ამას უნდა მიეჩვიოთ. ამაზე კი არ უნდა იფიქროთ, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს, სიბნელე დაამარცხოს ჩვენ რეგიონში ამ ქვეყანამ, რადგან არის ამის შანსი, ჩვენ რამენაირად იქნებ ომის გარეშე გადავიტანოთ ეს მძიმე პროცესები. რომ გადავიტანთ, მერე შანსი მეტი გვექნება, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი გავხდეთ. რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად და რაც უფრო მშვიდობიანად გადავიტანთ ამ პროცესებს, მეტი შანსი გვექნება ამ შავი ხვრელის გრავიტაციას, რასაც რუსეთი ჰქვია, თავი დავაღწიოთ. ეს არ გინდათ, რადგან ეს რომ ასე მოხდეს, თქვენ ხელისუფლებას ვერ ეღირსებით და ისედაც ვერ ეღირსებით!“ – განაცხადა დავითულიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img