25.11.2024

მამუკა ხაზარაძე – დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა – “ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას 16 ივნისს შეკრების თაობაზე და აცხადებს, რომ „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა”. მისი თქმით, “ლელო” 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება.

„ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

“ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე.

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფესიბუქზე”.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა “დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა”, ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img