23.11.2024

ჯაფარიძე – დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ იმ შეხედულებებითა და სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ევროკომისიასა და ევროპარლამენტს აქვს

ჩვენ იმ შეხედულებებითა და სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც ევროკომისიასა და ევროპარლამენტს აქვს, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დეოლიგარქიზაციის თაობაზე დასმულ კითხვას.

აქვე ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინტერპრეტაციები ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შეხედულებებისგან ყოველთვის განსხვავდება.

„ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა განმარტა, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიცაზია. ეს არის სისტემური პრობლემა. მან თქვა, რომ ყველა თანამდებობა ერთი ჯგუფის ხელში არ უნდა იყოს, დანიშვნების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. დეოლიგარქიზაცია ასე ესმის ევროპარლამენტს და ევროკომისიას. ჩვენ იმ შეხედულებებითა და სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც მათ აქვთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img