22.12.2024

ოხანაშვილი პოდოლიაკზე – არ არის საინტერესო მტრულად განწყობილი ადამიანების პოზიციები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიხაილო პოდოლიაკს “მტრულად განწყობილ ადამიანს” უწოდებს და ამბობს, რომ მისი აზრი არ აინტერესებს.

“ჩემთვის არ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. ამიტომაც, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს , ჩვენი ქვეყნის ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები”, – თქვა ოხანაშვილმა.

ამერიკის ხმასთან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიო მხარს უჭერს თავისუფლებას თუ ავტოკრატიას. მან კვლავ გაიმეორა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img