03.12.2024

“ვალდებულებად ვთვლი, მოსახლეობა და მთავრობა გავაფრთხილო…” – რა საფრთხეებზე საუბრობს სეისმოლოგი, თუ თბილისში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდება AMBEBI.GE

ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და, თუმ­ცა სამ შემ­თხვე­ვა­ში ის მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც იგ­რძნო და საკ­მა­ოდ შეშ­ფოთ­და. ერთ-ერთი ბოლო მი­წისძვრა 5 თე­ბერ­ვალს სომ­ხეთ­ში და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ იგ­რძნო­ბო­და.

გახ­შირ­და თუ არა მი­წისძვრე­ბი და რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია ეს? – ამ თე­მა­ზე “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “პო­ლიტ­ნი­უ­სის” ეთერ­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სე­ის­მო­ლოგ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ისა­უბ­რა. მისი თქმით, არასწორი მშენებლობების გამო თბილისი დიდი საფრთხის წინაშე დგას.
” სომ­ხეთ­ში 5 თე­ბერ­ვალს, 5.3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა, ეს იყო და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, 5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა რომ თბი­ლის­ში მოხ­დეს, აი მა­შინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქ­მე.
2002 წელს 4.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა აღ­მოჩ­ნდა და­მან­გრე­ვე­ლი თბი­ლი­სის­თვის, როცა ამ­დე­ნი კორ­პუ­სი და ასე­თი ცუდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ იყო ამ ქა­ლაქ­ში. არას­დროს არ მით­ქვამს ასე ხე­ლა­ღე­ბით, მაგ­რამ უკვე ჩემს პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მთავ­რო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო: ის რაც ხდე­ბა ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სივ­რცე­ში, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია ამ ქვეყ­ნის­თვის. ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით! ძა­ლი­ან მინ­და ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს. ძა­ლი­ან გთხოვთ, გაფრ­თხილ­დით!” – გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ “პო­ლიტ­ნი­უ­სის” ეთერ­ში

“სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ყვე­ლა­ზე მეტი მი­წისძვრა ხდე­ბა ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე, 1991 წლის რა­ჭის მი­წისძვრის სეგ­მენტზე, მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რია კა­ხე­თის სეგ­მენ­ტი, თუმ­ცა მას ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა, რად­გან ნაკ­ლე­ბად გრძნო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

…სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან გა­და­დის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა­ზე, ამე­რი­კე­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახლა ქსე­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და ახა­ლი სად­გუ­რე­ბი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზა­ფხუ­ლი­დან. შემ­დე­გი ეტა­პია სწრა­ფი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა – უფრო ოპე­რა­ტი­უ­ლად გვექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­წისძვრის შე­სა­ხებ. ჩვენ წი­ნას­წარ, წუ­თე­ბით ადრე არ შეგ­ვიძ­ლია თქმა, უბ­რა­ლოდ ვრე­ა­გი­რებთ, ვსწავ­ლობთ და ვა­ვი­თა­რებთ მი­წისძვრა­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

სა­სა­ზღვრო ზოლ­ში რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის შე­სა­ხებ რომ ვთქვათ, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ქსელ­ზე, რამ­დე­ნად კარ­გად არის გან­ლა­გე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა და თუ ჩვენ ეს არ გვაქვს, გვი­ჭირს რე­ა­გი­რე­ბა, სწო­რედ ამ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობთ ახლა.

სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: დიდი მი­წისძვრა როცა ხდე­ბა, რო­გო­რიც მოხ­და სომ­ხეთ­ში (5 თე­ბერ­ვალს, 5.3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა), ეს იყო და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, 5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა რომ თბი­ლის­ში მოხ­დეს, აი მა­შინ რა უნდა ვქნათ, ეს არის საქ­მე.

2002 წელს 4.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა აღ­მოჩ­ნდა და­მან­გრე­ვე­ლი თბი­ლი­სის­თვის, როცა ამ­დე­ნი კორ­პუ­სი და ასე­თი ცუდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ იყო ამ ქა­ლაქ­ში

არას­დროს არ მით­ქვამს ასე ხე­ლა­ღე­ბით, მაგ­რამ უკვე ჩემს პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მთავ­რო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო: ის რაც ხდე­ბა ქარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სივ­რცე­ში, უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია ამ ქვეყ­ნის­თვის. ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით! ძა­ლი­ან მინ­და ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს. ძა­ლი­ან გთხოვთ, გაფრ­თხილ­დით!” – გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ “პო­ლიტ­ნი­უ­სის” ეთერ­ში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img