23.11.2024

აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშილი, რომელიც 2011 წელს, სოფელში გავლებული მავთულხლართების გამო, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად აღმოჩნდა დღეს გარდაიცვალა.

კაცი, რომლიც მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა და მის სანახავადაც ხურვალეთშიც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც არაერთხელ ჩასულან უკიდურესი გაჭირვების და ოკუპაციის მიუხედავად, კარ-მიდამოს არასდროს ტოვებდა.

„აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო. დღეს უნდა წაგვეყვანა საავადმყოფოში. მითხრა, შენ სახლიდან არსად წახვიდეო. ქართველები დაგეხმარებიან, არ დაგტოვებენ მშიერსო. აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო. ვიწვალეთ, ბევრჯერ მშივრები ვიყავით“, – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა დათა ვანიშვილის მეუღლემ ვალია ვანიშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img