03.12.2024

თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე – ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია

გეოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ნაპრალის მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია.

გეოლოგი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ, შესაძლოა, გამართლდეს მათი ვარაუდი და მოძრაობაში მოვიდეს ბევრად დიდი მასა.

“მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსააც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტროძიებით მიღებულ პროფილებს.

დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.

(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს)”, – წერს თეა გოდოლაძე.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img