22.11.2024

იქნება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – რა თქვა თენგიზ ცერცვაძემ

ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ვაქცინაციის მიღწევა სხვა ქვეყნების მაგალითზე, საინფორმაციო კამპანიების წარმართვასა და სხვა დამხმარე საშუალებებით უნდა მოხდეს.

“საქართველოში აცრილი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით. ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით, იქნება ეს კამპანია, ცნობადი სახეების მაგალითის მოყვანა, თუ წარმატებული ქვეყნების მაგალითის მოყვანა, მათ შორის, ისრაელის.

ფართომასშტაბიანი და საყოველთაო სხვა არის და სავალდებულო სხვა, რამდენადაც ვალდებულება იძულებით კომპონენტს შეიცავს.

საყოველთაოს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ წელში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამიტომ ეს პერსპექტივაში უნდა მოხდეს, მაგრამ, 60%-ის აცრასაც საყოველთაო ჰქვია.

აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს, ერთბაშად ყველას აცრა ვერ მოხდება, ეს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამიტომ საყოველთაოს მე რომ ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ ეს გრძელვადიანი მიზანია და არა დღევანდელი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საყოველთაობის მიღწევა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img