მომღერალი ნეკა სებისკვერაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ნეკა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, 21 მარტს მას მამა გარდაეცვალა, ხოლო დღეს – დედა. მომღერლის მშობლები კორონავირუსმა იმსხვერპლა.
“21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი დედამ…პანაშვიდი დღეს 15:00-18:00 საათამდე, დაკრძალვა 6 აპრილს 16:00 საათზე წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან (ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურის ეზო)” – წერს სებისკვერაძე.