ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.