რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და არ მიდის მსუბუქად – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარის ფარგლებში განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა.
ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, – განაცხადა გამყრელიძემ.