ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს აპირებს. თავდაპირველად გიორგი გახარია პარტიის საჯარო პრეზენტაციას დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გეგმავდა, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა და შაბათს 18 საათისთვის გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
პარალელურად, ქართულ ოცნებას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ან ყოფილი პრემიერისადმი სიმპათიის გამო მათ ათავისუფლებენ.
ცნობისათვის, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ “ქართული ოცნების” გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. თუმცა, მან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის პარლამენტის ექვსი დეპუტატი.