საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მომავალ კვირას საქართველოს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
„კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აცხადებენ საელჩოში.