საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ Twitter-ზე ავრცელებს.
მისიის ხელმძღვანელმა, ამრეკ შჩიგელმა სოფელ ზემო ნიქოზში მათ მიმდინარე ვითარება გააცნო და აქცენტი „ბორდერიზაციის“ პროცესზე, სადამკვირვებლო პოსტებსა და აღჭურვილობაზე გააკეთა.