22.11.2024

ნათია თურნავა – საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი

საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

 მისი თქმით, საწვავის ფასების გაზრდაზე ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა – იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაზრდილმა ფასმა და ლარის კურსმა.

“ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და რა თქმა უნდა ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს”, – განაცხადა თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img