22.11.2024

ეუთოს გენერალური მდივანი 14-16 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა შმიდი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ის საქართველოში 14 ივნისს ჩამოვა და 16 ივნისამდე დარჩება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება. იგეგმება პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან,საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

უწყების ცნობით, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარსა და ერგნეთს. იგი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img