25.11.2024

კრისტიან ერიქსენი პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან მატჩის დროს მოედანზე დაეცა და გული გაუჩერდა, პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადება Gazzeta dello Sport-მა ფეხბურთელის აგენტის დახმარებით გამოაქვეყნა.

„გმადლობთ, არ დავნებდები. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ – მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ერიქსენის აგენტმა განმარტა, ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სურს უგულშემატკივროს თავის თანაგუნდელებს ბელგიასთან მატჩში.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. მოგვიანებით ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას გული გაუჩერდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img