22.11.2024

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პანსიონში შესაძლო ძალადობის მსხვერპლზე – 300 ლარად გაგვყიდა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ფერიის მთის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიერ შესაძლო ძალადობაზე საუბარს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმაურება და წერს, რომ ლუკა სარალიძემ ისინი 300 ლარად გაყიდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის პოსტის კომენტარებში მეუფე დიმიტრი წერს: 

“ლუკა სალარიძე დედამისმა ქუჩაში რომ დატოვა 4 წლის ასაკში, ხელში აყვანილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლში, ხელში იმიტომ, რომ ფეხსაცმელები არ ეცვა იმიტომ, რომ არ ჰქონდა, მან კი 300 ლარად გაგვყიდა (ეს თანხა გადაუხადეს)”, – წერს მიტროპოლიტი.

ცნობისათვის, ფერიის მთის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელმა ლუკა სარალიძემ ტელეკომპანია “მთავართან” მონასტერში ცხოვრების დროს წლების განმავლობაში განცდილ ძალადობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, აღმზრდელები ბავშვებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, სცემდნენ მყარი საგნებით, მათ შორის რკინის ჯოხებითაც.

ლუკა სარალიძე ამბობს, რომ აიძულებდნენ მკაცრად ემარხულათ და ზოგჯერ დღეების განმავლობაში მათი საკვები მხოლოდ პური და წყალი იყო. 

მისივე მონათხრობით, აიძულებდნენ ასობით მეტანიის შესრულებას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img