23.11.2024

ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მას შემდეგ რაც საბჭოს წევრის თანამდებობას დატოვებს, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს, რომელიც სასამართლოს საკითხზე იმუშავებს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციას ზაფხულის განმავლობაში დააფუძნებს და ითანამშრომლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი წარსული.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მედიას, რომ არა მედია,ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაშია ნამდვილად არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ამის შესახებ ვერ შეიტყობდა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, რომ 4 წლიანი მუშაობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი, შევეგუო იმ სიტუაციას,რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლოშია. ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ახალი, განსხვავებული მიდგომებით და რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას.

მთავარი მიზანი ჩემი საქმიანობისა იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. განსაკუთრებით ეფექტიანობის თვალსაზრისით დღეს არის გამოწვევა,მათ შორის გაჭიანურებულ საქმეებთან დაკავშირებით. ამ მხრივ ვაპირებ ინტენსიურ მიშაობას ჩვენს მოქალაქეებთან. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, რაც დღესაა, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც არ არსებობს. თუ ეს უზრუნველყოფილი არ იქნება ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება, როგორც დემოკრატიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება და სასამართლო სისტემა ერთამანეთათან არის შერწყმული, რაც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების 4- წლიანი ვადა 4 არამოსამართლე წევრს ეწურება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img