შაორის ტბაში სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი, სკოლის მოსწავლე შაორის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად. ის ქვაზე სურათის გადასაღებად ავიდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.