თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის და შესაძლოა, რომელიმე ჯგუფის მხრიდან არასწორად იყოს გამოყენებული.
“რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის ჩატარება, ვინაიდან არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ საწინააღმდეგო ფაქტს” – აცხადებს თბილისის მერი.