“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა” და პარტია “ქართული იდეის” წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ. ორგანიზაციების წევრები, ღამე კარვებში დარჩებიან. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ იმავე ადგილას 5 ივლისს დაანონსებულ პრაიდს
როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, პრაიდის მონაწილეებს გადაადგილებაში ხელს შეუშლიან წაართმევენ ბანერებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. მისივე თქმით, თუ ხვალინდელ აქციას მსხვერპლი მოჰყვება, ამაზე პასუხისმგებელი ამერიკის საელჩო და საქართველოს ხელისუფლებაა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.