ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ირაკლი ღარიბაშვილის კი, ისევ თავდაცვის მინისტრად.