ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ინდურ შტამს ბრიტანული შტამისგან განსხვავებით აქვს შედარებით მეტი გავრცელების რისკი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. შესაბამისად, რეკომენდაციები უნდა იყოს დაცული.
„განსაკუთრებით, სახმელეთო საზღვრებზე მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, რომ არ შემოვიდნენ ადამიანები ტესტირების გარეშე. ყველა ადამიანს, ვინც შემოდის უნდა ჰქონდეს PCR ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული. ამავე დროს, სასურველია რომ ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები. ეს ორივე რეკომენდაცია მკაცრად უნდა იყოს დაცული. ასევე, სასურველია შემოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომ „კოვიდის“ განვითარების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემოსვლიდან მესამე დღეს ყველა ადამიანი გაიტესტოს და ეს იყოს მათთვის სავალდებულო.
ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს ყველამ უნდა დაიცვას. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.