23.11.2024

ამირან გამყრელიძე – საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ

არსებული ეპირდვითარების გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდიმიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამასთნ, გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, 12 წლიდან მოზარდთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. მისი ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე 25-მა ქვეყანამ დაიწყო ბავშვების აცრა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინით.

„თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები“, – განაცხადა გამრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება.
„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ“, – აცხადებს გამყრელიძე.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება სკოლის პერსონალის აცრაზე. 
„ამ დღეებში რამდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img