დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოქალაქეებში კორონავირუსის გადადების რისკი განსხვავებულია.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ აცრილზე ინფექციის გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია.
“განსხვავებულია გადადების რისკი. ვაქცინირებულზე გადადების რისკი არავაქცინრიებულთან შედარებით 9,3-ჯერ ნაკლებია. ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს თუ ექნათ ინფიცირებულთან კონტაქტი, ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
20 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 5 543 აცრა ჩატარდა, დადასტურდა კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა.