23.11.2024

ანა ნაცვლიშვილი – ნატო-ს სამიტიდან მიღებული გზავნილები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშილის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო წელს ნატო-ს სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება.

„იცით, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, რასაკვირველია, ყველა გზავნილი, რომელიც საქართველოდან იქნება ნატო-ში და ნატოდან საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველო წელს ამ სამიტზე სტუმრის სტატუსით ვერ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გაკეთდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img