პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს. ამის შესახებ “ვებგაზეთს” სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია.
განიხილება თუ არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატად, ჯერ-ჯერობით ღიად “ქართული ოცნების” დეპუტატები ამაზე არ საუბრობენ, თუმცა უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებს კონკრეტულად არ პასუხობს და აცხადებს, რომ “ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.” მისი თქმით, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და მას აირჩევენ… “მინდა შევახსენო ყველას, რომ ქართული ოცნება მდიდარია ლიდერებით და ლიდერების სიმცირეს არ განიცდის” – აცხადებს ღუდუშაური.
შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. მან ოფიციალურ მიზეზად თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ მისი ადგილი სხდომათა დარბაზშია და არა – სპიკერის როლში.
ასევე, უცნობია კალაძის პოზიცია – აპირებს თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობის გასაგრძელებლად არჩევნებში მონაწილეობას.