23.11.2024

არმაზ ახვლედიანი – ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება

არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე.

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის არმაზ ახვლედიანის თქმით, ღარიბაშვილისთვის წარმოუდგენელია ვინმე იყოს მისი ხელმძღვანელი გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

“ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად”,- განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრაზე შესაძლოა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის საკითხი განიხილონ, მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img