21.11.2024

„არსებობს პროექტი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს?“

საქართველოში სიდიდით მეორე (ენგურჰესის მერე) ჰესი – 187 მეგავატი სიმძლავრის „შუახევი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წლის აგვისტოში შევიდა, თუმცა სამ თვეში ფუნქციონირება შეწყვიტა: გვირაბებმა, რომლებიც არასრულყოფილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე გაიყვანეს, ვერ გაუძლო წყლის ზემოქმედებას და ჩამოინგრა (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს „გვირაბების გაყვანის შედეგად გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების სახეებისა და მასშტაბების, ასევე გვირაბების მშენებლობის გავლენით მიწისქვეშა წყლების რეჟიმის ცვლილების შეფასება“ და კვლევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინოს.

ამრიგად, ჰესის მშენებლობის ნებართვა ასეთი რისკების შეფასების გარეშე გაიცა). საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავარია რომ არა (დღემდე შუახევიჰესს ექსპლუატაციიდან გაშვებიდან 26 თვის შემდეგ მხოლოდ 3,2 მილიონი კილოვატსაათი აქვს გამომუშავებული – მაშინ როცა საპროექტო წლიური გამომუშავება 436,5 მილიონი კილოვატსაათია), შუახევიჰესის პრობლემები გადაწყვეტილების მიმღებთათვის „შეუმჩნეველი“ დარჩებოდა.

მაგალითად, ვერ ამჩნევდნენ, რომ გვირაბის ჩამონგრევასა და ჰესის გაჩერებამდე ზოგიერთ დასახლებაში ინტენსიური წყლის ნაკადები გაჩნდა (მაგალითად, სოფელი გოლხანაური), რამაც გაუსაძლისი გახადა ადგილობრივების ცხოვრება. დღემდე ვერ ამჩნევენ, რომ შუახევიჰესის გვირაბების მშენებლობამ (აფეთქებების გამოყენებით), ზემო აჭარის რამდენიმე სოფელს სასმელი წყლის პრობლემა შეუქმნა.

დაიბზარა სახლები და ხეხილის ბაღებმა ხმობა დაიწყეს იმ სოფლებში, რომელთა ქვეშაც გაატარეს ჰესის გვირაბები; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის დაქირავებული ექსპერტები თავის ანგარიშებში აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ძალზე თვალსაჩინოა ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია, ხოლო მათი რეკომენდაციები არ სრულდება. თუმცა ეს ანგარიშები მთავრობას თაროზე აქვს შემოდებული.

მასალა მომზადებულია ააიპ „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის მიერ. მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img