03.12.2024

აშშ-ს საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამთვიანი დახურვის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში საკუთარი საელჩო გახსნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

საელჩოს დასაკომპლექტებლად თავდაპირველად დიპლომატების მცირე რაოდენობა დაბრუნდება.

როგორც დასავლური მედია წერს, ამერიკის საელჩო უკრაინის დედაქალაქში 14 თებერვალს დაიხურა, 10 დღით ადრე, სანამ რუსული ჯარები ქვეყანაში შეიჭრებოდნენ.

რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ, კიევში საელჩოების მუშაობა განაახლეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img