დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში, სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
NCDC-ის ცნობით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გრიპის სეზონს სრულად დაცული შეხვდეს.
“როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანია, გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა.
ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ.
ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ:
ორსულებს;
დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ ადამიანებს;
დიაბეტის მქონე ადამიანებს;
მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს;
საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს;
C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მქონე პირებს;
60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;
პედაგოგებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს;
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს;
პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს;
ჯანდაცვის პერსონალსა და ვეტერინარებს.
მეტი ინფორმაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიიღეთ ჩვენს ვებ გვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.