დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იეპე კოფოდი ფინეთის ნაკრებსა და გულშემატკივრებს ფეხბურთელ კრისტიან ერიქსენის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დღევანდელი მატჩი დავიწყებას არასოდეს მიეცემა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ კრისტიან ერიქსენი სრულად გამოჯანმრთელდება. დიდი მადლობა ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც სკანდირებდნენ „კრისტიან!“ და ცდილობდნენ ჩვენთვის, დანიელებისთვის მხარი დაეჭირათ მაშინ, როდესაც ყველას გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. თქვენ განასახიერებთ FairPlay- ის არსს! Kiitos („მადლობა“ ფინურად), – დაწერა კოფოდმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპზე, დანია-ფინეთის მატჩის 43-ე წუთზე, ქრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა, როდესაც მისმა პარტნიორმა ბურთი აუტიდან შემოიტანა. ექიმები სასწრაფოდ შევიდნენ მოედანზე და ფეხბურთელის გონზე მოყვანა სცადეს. 10 წუთზე მეტი ხნის შემდეგ, ნახევარმცველი დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახმარებით მოედნიდან გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროს, მილიარდიანმა ტელეაუდიტორიამ კოპენჰაგების „პარკენ არენაზე“ საოცარი სცენა იხილა – ფინელი ფანები ყვიროდნენ – „კრისტიან“, დანიელი გულშემატკივრები კი პასუხობდნენ – „ერიკსენ“.
თვდაპირველად მატჩის გადადების შესახებ განცხადება გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით განახლდა ფეხბურთელების მოთხოვნით, მათ შორის, თავად ქრისტიან ანდერსენის სურვილით. ევრო 2020-ის „ბ“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ფინელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.