21.12.2024

დავით უსუფაშვილი – ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უტრიალდება ხოლმე, ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა

ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„ფარული ჩანაწერები ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უტრიალდება ხოლმე. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯერი მოვიდა. ამიტომ ეს საკითხი არის გასარკვევი. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვაზე, მას ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები რაც ამ ჩანაწერებშია ნახსენები და ამის მერე უნდა დადგეს საკითხები იმის შესახებ, საქართველოს მთავრობა რითია დაკავებული, ამ ტიპის დავალებების შესრულებით, თუ საქართველოს ინტერესების დაცვით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img