25.11.2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 – რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. რეგისტრაცია 1 მარტიდან  – 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

აბიტურიენტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) უნდა გაიარონ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებს საგნის დამატებას, წაშლას ან გამოცდის ენის შეცვლას. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება

რეგისტრაციის გავლამდე დეტალური ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტები უნდა გაეცნონ მათთვის განკუთვნილ ცნობარს. ცნობარი არის აბიტურიენტის გზამკვლევი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებში მონაწილის რეგისტრაცია ფასიანია (ერთი გამოცდა 10 ლარი) და სისტემა არ მისცემს გამოცდებში მონაწილეს რეგისტრაციის დასრულების საშუალებას თანხის გადახდის გარეშე.

31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებს საგნის დამატებას, წაშლას ან გამოცდის ენის შეცვლას

თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img