23.11.2024

გიორგი გახარია კობახიძეზე – მე კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძეს “კურდღელი” უწოდა ტელეკომპანია “ტვ პირველის”, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას. წამყვანმა გახარიას ჰკითხა, მოუგო თუ არა პარტიული ბრძოლა მას ირაკლი კობახიძემ, რაზეც მან უპასუხა:

“არა რას ამბობთ, რას ბრძანებთ. ჯერ ერთი, მე საერთოდ არ შევდივარ დისკუსიაში ადამიანებთან, რომლებსაც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ. ზოგიერთებმა ჯერ უფლება უნდა მოიპოვონ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან და სხვების აზრის გამხმოვანებლები არ იყვნენ, ეს ერთი და მეორე – მე ობიექტურად კურდღლებს მარტო ოპოზიციას კი არ ვეძახდი, სხვებსაც ვეძახი ხოლმე და ესეც ზუსტად იგივე შემთხვევაა. დავანებოთ, გადავფურცლოთ”.

გიორგი გახარიამ ინტერვიუს დიდი ნაწილი ირაკლი კობახიძის კრიტიკას დაუთმო, “ბოდვა” უწოდა მის ბრალდებებს “შეთქმულებებზე”, თუმცა არ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი.

ბოლო განცხადებაზე, რომლითაც ყოფილმა თავმჯდომარემ მას “მოღალატე” უწოდა, გახარიამ თქვა, რომ ამის დაწერა ივანიშვილს “აიძულეს”.

“მე არ ვიცი, მან ეს რატომ გააკეთა. მე არ ვფიქრობ იმას, რომ მას უნდოდა ამის გაკეთება. მე არ ვფიქრობ არც იმას, რომ მას დღევანდელი ოცნების სახე მოსწონს”, – თქვა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img